მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ worldometers-ი აქვეყნებს. 15 იანვრის მაჩვენებლით გლობალურად კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 2 000 905-ს შეადგენს.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 93 418 283-ს აღწევს. კორონავირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით ყველაზე რთული ვითარება აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და რუსეთშია.