მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2021 წლისთვის ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება. ქვეყნები გლობალური პანდემიის გავლენას ნელ-ნელა უმკლავდებიან.

საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 5.6 %-ითაა მოსალოდნელი. ეს კი იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე – დეკემბერში გაკეთებული პროგნოზები. მაშინ ეკონომიკის ექსპერტები 4.2 %-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ორგანიზაციის გაუმჯობესებული პროგნოზების მიზეზებს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავება, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ამერიკაში მიღებული ეკონომიკის სტიმულირების ფინანსური პაკეტებია. სააგენტო ვარაუდობს, რომ ამერიკის ეკონომიკა 2021 წელს 6.5 %-ით გაიზრდება, თითქმის ორჯერ იმაზე მეტად, ვიდრე დეკემბერში გაკეთებული პროგნოზით.

ამასთან, ორგანიზაცია ამბობს, რომ ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა გლობალურ ზრდაზეც იქონიებს გავლენას, და 1 %-ით ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა ასევე განმარტავს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისა და კოვიდ-19-ის ახალი მუტაციების გამოვლენის ფაქტები ეკონომიკური აღდგენის და გაუმჯობესების პროცესს ასევე დიდ რისკს უქმნის.

წყარო: ამერიკის ხმა