მშენებლობა, სილამაზის სალონები – რომელ ეკონომიკურ საქმიანობებს არ შეეხება შეზღუდვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება:

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
  5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  8.  აგრარული ბაზრობის მუშაობას.

მათივე ცნობით, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.