მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა”.

პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა იმსჯელეს, თუ რა იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე და როგორ გააგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას.

“ვისაუბრეთ ვითარებაზე, რომელიც არის როგორც პოლიტიკური, ასევე კორონაკრიზისის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პირდაპირ, გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება არის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით, როგორც ჩანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.