“მწერენ 1000 ლარს წაგართმევთ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო” – ზურა ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერილს ასაჯაროებს.ზურა ჯაფარიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას თხოვენ.

„ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი და ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. “ქართული ოცნება” – რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ“, – წერს ზურა ჯაფარიძე.