“მხეცი ღამით მოდის“–კორონავირუსით დაავადებული სიენენის წამყვანი საკუთარი დაავადების შესახებ პირდაპირ ეთერში ყვება

სიენენის პოპულარული წამყვანი, კრის კუომო აშშ–ში კორონავირუსის ყველაზე ცნობილი სახე გახდა. კორონავირუსის დიაგნოზი კვირის დასაწყისში დაუსვეს. ის ყოველდღიურად საკუთარი მდომარეობის შესახებ ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყვება, ხუთშაბათს კი მისი ძმის, ნიო იორკის შტატის გუბერნატორის პრეს–კონფერენციაზეც ჩაერთო და მაყურებელს უამბო, როგორ ებრძვის კორონავირუსს სახლის პირობებში. ენდრიუ კუომოს სიენენის თანამშრომლებმა შესთავაზეს, არ ემუშავა ავადმყოფობის პერიოდში, თუმცა მან თქვა, რომ არ შეეძლო მუშაობის გარეშე.

მსოფლიოში კორონავირუსით სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ კუომო იმით გამოირჩევა, რომ მრავალმილიონიანი აუდიტორია მისი დაავადების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდება. მას გადაცემაც სახლიდან მიყავს,  პარალელურად კი სიენენის ეთერში ერთვება და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ყვება.

“მხეცი ღამით მოდის“. როგორც ვიცით, ჯანდაცვის მუშაკები ვირუსს მხეცს უწოდებენ და მესმის რატომაც. ჩემი ტემპერატურაც რამდენიმე გრადუსით საღამოს იმატებს. გავიგე ბევრი ისეთი რამ, რაც ადრე არ ვიცოდი. გავიგე რას ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა 80% თავს კარგად გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი არა საავადმყოფოში, არამედ სახლში გადიან ამ პროცესს. ახლა, როცა მეც ერთ–ერთი ინფიცირებული ვარ,  მივხვდი,  ძნელია სახლში ამის გადატანა, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გაგიმართლათ სტატისტიკურად და შეიძლება კარმულადაც კი.  ძალიან მტანჯველია, როცა სახლში იტან დაავადებას. არადა სტატისტიკურად თითქოს არაგიშავრს. მაღალი სიცხეები – 8–10 დღე. ოფლად ვიღვრები, არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ იმის თქმა, რომ 80 % ადვილად იტანს ავადმყოფობას არ არის მართალი.ეს არ არის ადვილი გასეირნება, მაგრამ შეგვიძლია ის დავძლიოთ.“– ამბოოს ის.

ტელეწამყვანი ყვება, რომ 3 დღის განმავლობაში წონაში მნიშვნელოვნად  დაიკლო, რაც ჭარბი ოფლდენის ბრალია. ამბობს, რომ ძალიან შველის ქათმის ბულიონი. ამბობს, რომ არაფერში დაეხმარა ინტერნეტში დიდი რაოდენობით გაბნეული ასობით რეცეპტი:

“ყალბი წამლები, ყალბი ხსნარები… ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა სასოწარკვეთილ ხალხს ინფორმაციას და იმედს ვაძლევთ.ადამიანები ყიდიან უამრავ ტყუილს სასოწარკვეთილ ადამიანზე, და არცერთი მათგანი არ არის ჯერჯერობით დამტკიცებული, რომ მართალია და შველის.“– ამბობს ის.

ამბობს, რომ დაავადების შეტევებსა და მუშაობის , ანუ პირდაპირ ეთერში შოუს კეთების პერიოდების გარდა ის უბრალოდ “დაკარგულია“ და არ არსებობს. დღეში დაახლოებით ათ საათს ძილში ატარებს. ცდილობს სახლში იაროს და სუნთქვაითი ვარჯიშები ატაროს. “განადგურებული ვარ პნევმონიისგან. “– ამბობს ის.

“სიცხეს რამდენიმე დონე აქვს . ღამღამობით ტემპერატურა განსაკუთრებით იწევს მაღლა. თვალები მტკივა, თავი მტკივა, ვოფლიანობ. მარცხენა თვალში მხედველობა დამიქვეითდა.  სიცხე ძალიან მტანჯველია.“– ამბობს ტელეწამყვანი.

ის სახლის პირობებში ჟანგბადის მუდმივ მონიტორინგსაც აწარმოებს სპეციალური აპარატის საშუალებით. სისხლში ჟანგბადის დონეს  დღეში  8–9–ჯერ ამოწმებს.