ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში გარდატეხას შეიტანს – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხებაში ნათლისღების საიდუმლო უმთავრეს წვლილს შეიტანს.

“დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო – სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში”,– თქვა მან.

მეუფემ აღნიშნა, რომ განსაცდელი იმისთვის არის, რომ სარწმუნოება არ შეირყეს.

“ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.