ნაკრების ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას COVID-19 დაუდასტურდათ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს – ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩების წინ, პროტოკოლის მიხდვით, მატჩამდე 2 დღით ადრე ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდათ.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გაიმართება.