ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს – სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ვერ მიიღებენ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ,,ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის”.

სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, რადგან საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირება ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.

„პირველ რიგში, ჩვენ, ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთიერთიბის კონტექსტში, როცა გვინდა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გავხდეთ. ამიტომ, ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ.

ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს ორ რეფერენდუმზე შეთანხმდა. ერთი პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღებას გულისხმობდა, ხოლო მეორე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.