ნასვამი ემზარ კვიციანი მოქალაქეს სახლში მიუვარდა და აგინა (ვიდეო)

პარლამენტის დეპუტატი, ემზარ კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომარ მეტრეველის ოჯახს მიუვარდა.

როგორც მეტრეველების ოჯახი ამბობს, ემზარ კვიციანი ნასვამი იყო. ის მეტრეველების კუთვნილ საცხოვრებელ ფართში შეიჭრა და ამტკიცებდა, რომ ეს ბინა მას ეკუთვნოდა.

ოჯახი წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. თუმცა კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.

სადაო ფართი კვიციანს 2014 წელს ჩამოართვეს.  2016 წელს კი  მეტრეველების ოჯახს გადაეცა.

ომარ მეტრეველის მეუღლე, ნინო მეტრეველი ამბობს, რომ ემზარ კვიციანი პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა და ეს ინციდენტი პირველი არ არის:

“ნასვამ მდგომარეობაში შემოიჭრა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა , პროვოკაციაზე იყო მოსული.

იძახის, ეს არის ჩემი ეზო, ჩემი სახლი. დედა გავასვენე აქედანო. რახან დედა გაასვენა ეს იმას ნიშნავს, რომ ბინა მას ეკუთვნის? ოთხი ბიჭი მეყოლა მე ამ ბინაში.

თვითონვე გაასაჩივრა შარშან. სასამართლო დავა მიმდინარეობდა და წააგო. სასამართლომ გასცა პასუხი, რომ მას არავითარი შეხება ამ ბინასთან არ აქვს.“– ამბობს ნინო მეტრეველი.