ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი – ღარიბაშვილი ელისაშვილს

“ნაცების რიტორიკას ხართ აყოლილი”- საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი კლანების შესახებ მოქალაქეების დამფუძნებლის კითხვას პასუხობს და ალეკო ელისაშვილს ნაცების რიტორიკას აყოლილს უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, მას კლანი არასდროს ქონია.

“თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილს – თითქოს კლანი მაქვს ან მქონდა,  უნდა ჩამოყალიბდეთ. თუ ამბობთ, რომ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს. არც მქონია არანაირი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ და გაინტერესებთ ჩემი ურთიერთობები, ეს საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება, ზოგადად გეტყვით, რომ თუ ვინმესთან მე ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე და ეს კონტექსტი იგულისხმეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ. რისი თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, თუ ვინმეს გულისხმობთ, შეიძლება, მე დავზიანდი ყველაზე მეტად – ეს იყო 6 წლის წინ”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

”გამდოიხართ და მუშტებს აბრახუნებთ და მთავარ გამოწვევად ოპოზიციის განადგურება რომ მიგაჩნიათ ხომ არ ცდებით?!” – ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.

“ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ადამიანებს? იცით თუ არა რომ პენსიონერებს მთელი თანხა მედიკამენტებში ეხარჯებათ? რატომ ხდება რომ თქვენმა მთავრობამ ვერაფერი ამ საკითხს ვერ მოუხერხა? იცით თუ არა რომ 22 ლარი აქვთ ვეტერანებს თვიდან თვემდე სამყოფი? 22 ლარი შეიძლება სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირდეს? ბავშვებს საჭმელი რომ ენატრებათ იზრდებიან ისე რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული და ამ დროს თქვენ გამოდიხართ და მუშტებს აბრახუნებთ და მთავარ გამოწვევად ოპოზიციის განადგურება რომ მიგაჩნიათ ხომ არ ცდებით?!”- განაცხადა ელისაშვილმა.