ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ამ პროცესებში ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა ის, რაც ოდნავ მიგვავიწყდა, რომ ეს არის სინამდვილეში მავნებლური პოლიტიკური ძალა. ახლა რა ევროკავშირის გირაოს არ თანხმდებიან? არ ვეუბნებოდით ამას? 3 თვე რატო აწვალეს ეს ქვეყანა? ის არ ხდება, რასაც ვამბობდით? ხომ ვამბობდით, ყველა შემოვათქო. რაშ დავკარგეთ ნახევარი წელი. ჩვენ ხო გვაყენეს შეურაცხყოფა, თავისიანს როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, სალომე სამადაშვილთან დამოკიდებულება ასე შეიძლება? ან, ვინც შემოვიდა იმ დღეს, დანარჩენი ოპოზიცია, რო დახვდნენ და მონა, მონა ეძახეს. ახლა რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვა, ხო არიან ღირსები, ყველანი დავდგეთ და იგივე ვუძახოთ?

მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამის გაგრძელება. ჩვენ წინ ვიყურებით. ხომ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მართლები ვიყავით ჩვენ და სულ ტყუილუბრალოდ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ვიცოდით, რომ მოხდებოდა, რაც მოხდა და ეს არის ქვეყნისთვის კარგი. შეხედეთ როგორ მდგომარეობაშია ახლა ნაციონალური მოძრაობა. ახლა ხომ დარცხვენილები არიან. მაინც იმის გაკეთება უწევთ, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით და რის გამოც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს. დაამტკიცეს ახლა რა მავნებლები არიან. ოდნავ რაც დაგვავიწყდა ის გაგვახსენეს ახლა”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.