ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა.

ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ნაც. მოძრაობაა ამის წინააღმდეგი და აი რატომ:

ხელისუფლების პრობლემა ბარიერთან დაკავშირებით მთლიანად გახარიას გაძლიერებით არის განპირობებული. საკუთრივ ნაც. მოძრაობა ელექტორალურ ზრდას ვერ აჩვენებს. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების შიში აქვთ, რადგან გახარიას ვერ მოიაზრებენ საკუთარ კოალიციაში და შესაბამისად ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა ძალიან სუსტია.

არც სხვა მცირე პარტიებს აწყობთ რიგგარეშე, რადგან საკუთარი რესურსებით ელექტორალურ ბაზას ვერ აფართოვებენ.

მოკლედ, ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.