ნიკა მელიამ პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მელიას უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საჩივარი სააპელაციოში უკვე წარადგინეს.

ადვოკატის თქმით, თუ სააპელაციო განაცხადებს რომ საჩივრის განხილვის საშუალებას კოდექსი არ აძლევს, ისინი მოითხოვენ, რომ სააპელაციომ საკონსტიტუციოს მიმართოს, რაც გამოწივევს მელიასადმი დევნის შეჩერებას.

“მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშნელობა არ აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე, თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. თუ სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის განხილვის საშუალებას არ აძლევს მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოვთხოვეთ, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით. ამ შუამდგომლობის მეორე ნაწილი გულისხმობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას და საქმის განხივლის შეჩერებას. ანუ, როდესაც საერთო სასამართლო მიმართავს წარდგინებით საკონსტიტუციოს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად უნდა მოხდეს დევნის შეჩერება” –  განაცხადა  დიმიტრი საძაგლიშვილმა.