ნიკა მელიას ინფორმაციით, შტაბი კობიაშვილთან და კალაძესთან დაახლოებულმა ე.წ. შავი სამყაროს წევრებმა გადაწვეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, შტაბი ლევან კობიაშვილთან და კახა კალაძესთან დაახლოებულმა ე.წ. შავი სამყაროს წევრებმა გადაწვეს. როგორც მელიამ აღნიშნა, მის შტაბზე თავდასხმაში ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია.

“როგორც საარჩევნო კანდიდატს, მქონდა რამდენიმე შტაბი. ეს არის გლდანის მე-3 მიკრო რაიონში მდებარე შტაბი. ეს არის ის მიკრო რაიონი, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ-კალაძე. შედეგად მოხდა ის, რომ რევანშისტულმა-მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი.დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა ჩემი უტყუარი ინფორმაციით, ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ნოდარ შუშაკიძე, რომელიც საბერძნეთში საპყრობილეში იმყოფება და მას აქვს სატელეფონო წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ძმის, ლევან შუშაკიძის მეშვეობით აკონტროლებს საარჩევნო პროცესში ყველას და ყველაფერს. ლევან შუშაკიძე ამ შტაბთან ძაან ახლოს ცხოვრობს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.