ნიკა მელია კობახიძესთან დარეკვას და პირობის შეხსენებას აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს,  ირაკლი კობახიძეს დანაპირებს ახსენებს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდან მიმართავს:

“მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ,” – მიმართავს მელია კობახიძეს.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.