ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე: ვეცდებით, რომ 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ეცდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ერთ კვირაში მიიღოს.

“პირველ რიგში ერთსულოვანი გადაწყვვეტილება უნდა იქნას მიღებული – პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის და ანაცვლებს გეგმას გეგმით; საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს პარალელურად სხვა საქმიანობისა და თუ არა; დოკუმენტზე აწერს ხელს პარტია და ასე შედის პარლამენტში თუ არ აწერს, მაგრამ სხვადასხვა დათქმებით შედის.

არ დაგიმალავთ და პარტიაში არსებობს პოზიცია, რომ არ იყოს პარტია წარმოდგენილი გაყალბებული არჩევნების პარლამენტში. ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მაგრამ იქაც არის სხვა ბრძოლა გასაგრძელებელი, რაც დასაფასებელია. ასეთი პოზიცია ჩვენს პარტიაშიც არის. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი გადაწყდება რამდენიმე დღეში. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩავეტიოთ. პარალელურად სხვა პარტიებთანაც გაიმართება კონსულტაციები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.