ნიკა მელია 42,38%, ლევან კობიაშვილი 43,98% – დათვლილია ხმების 33.45%

პირველადი მონაცემებით, გლდანის ოლქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს თითქმის თანაბარი შედეგები აქვთ. კერძოდ, უბნების 28,2-ის მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • ლევან კობიაშვილი — 43,98%;
  • ნიკანორ მელია — 42,38%;
  • მერაბ ჭიქაშვილი — 4,05%;
  • გიგლა მიქაუტაძე — 3,31%;
  • ალექსანდრე რაზმაძე — 1,34%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 28,2 პროცენტი, ანუ 3 847 უბნიდან 1 085. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ძირითადად, ეს არის პატარა უბნები და მოსალოდნელია, რომ დიდი უბნების მონაცემები გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგებზე