ნინო სუხიშვილი პოლიციას მადლობას უხდის

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მთავარი პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი პოლიციას ფეისბუქით უხდის მადლობას. მიზეზი დანაშაულის გახსნაა, რომელიც სუხიშვილების კუთვნილი ფართის გაქურდვას უკავშირდება:
“მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ.N 1-ში მდებარე “ღია ტერასა ტყეში” გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრი ასეთი კადრი თქვენ”, – წერს  ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.