ნოდარ რუხაძე 1500 ლარით დაჯარიმდა, გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სირცხვილიას აქტივისტს გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას დააკავეს, როდესაც მათ შეშა გასათბობად მიჰქონდათ.

ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.