ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ოპოზიციური პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს.

მისი თქმით, ენმ ძირს უთხრის ქვეყნის სტაბილურობას.

“ჩემს გამოსვლაში რაც უკავშირდებოდა დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ვგულისხმობდი ნაციონალურ მოძრაობას, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას.

რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს ნაციონალური მოძრაობისგან, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა”,- განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.