ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ – ნათელაშვილი

რუსთაველის გამზირზე სიტყვის გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ოლიგარქია უნდა დასრულდეს.

“დიდი ილია ამბობდა, “თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა”. დღეს კი დიდი ილიას დაბადების დღეა და ხედავთ, რა დამთხვევა გამოვიდა, თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს.

გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არაა, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ…”,– ამბობს ნათელაშვილი.