ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე- კახა კალაძე

“ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზეც”- ამის შესახებ,  ქართული ოცნების გენერალურმა მდივნმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი პარტიის ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც ჩანს მათი ინტერესი არაა გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.