ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომაც საუბრობენ მხოლოდ ჩვენზე- სოზარ სუბარი

ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს , – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სამგორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ეს ისინი არიან ჩვენზე რომ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ მათზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებთ. საქმე გვაქვს საკეთებელი. 8 წელი რასაც ვაშენებდით, იმას სჭირდება განმტკიცება და წინსვლა და ამას კარგად ხედავს ქართველი ამომრჩეველი.

რაც შეეხება, ოპოზიციის წარმატების ფორმულებს, ასეთი ფორმულა არ არსებობდა და ამიტომაც ლაპარაკობენ ისინი ჩვენზე. ერთხელ მაინც ილაპარაკონ საკუთარ თავზე, რა გაუკეთებიათ და რისი გაკეთების შანსი აქვთ. აღმოჩნდება, რომ სათქმელი არაფერი აქვთ ამიტომაც ლაპარაკობენ მხოლოდ ჩვენზე და კიბატონო, ილაპარაკონ, არ გავინტერესებს მათი ნალაპარაკევი“, – განაცხადა სუბარმა.