ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ – მარტო გენერლები ვართ – გუბაზ სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, თუ უნდათ რამეს მიაღწიონ.

მისი თქმით, ოპოზიცია დენიკინის ჯარს ჰგავს – მხოლოდ გენერლები არიან.

“არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში, დარჩება ისევ ასეთი სიტუაცია, თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოპოზიციამ. ვერც ერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ, ვერც ოპოზიცია ვიზამთ ვერაფერს იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ – მარტო გენერლები ვართ, თუ ხალხი არ იქნა, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ისევე როგორც ხალხი ასე სტიქიურად საპროტესტო აქციებით ვერ მიაღწევს ვერაფერს. ყოველთვის მოატყუებს ოცნება ხალხს. ამიტომ აქ წარმატების ფორმულა არის ხალხის და ოპოზიციას თანამოაზრეობა”,– აცხადებს სანიკიძე ტვ პირველის ეთერში.