ოპოზიცია თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარ კანდიდატს ხვალ დაასახელებს

ოპოზიცია თბილისის ექვსი ოლქის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს ხვალ დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.  ხელისუფლების ოპონენტები ამის შესახებ განცხადებას “ლეიბორისტულ პარტიაში” შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

შალვა ნათელაშვილის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.