ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წევრი არასდროს იყო.

“ჩვენი, ოპოზიციის შეცდომა იყო, რომ სულ რომ ვამბობ, ფსევდო არ უნდა დაისვა მაგიდასთან-მეთქი, არ უნდა დაისვა. ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი.”,- თქვა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და მზადაა, ქართულ ოცნებას საჯაროდ შეხვდეს. შეხვედრის მზადყოფნა გია ვოლსკიმ გამოთქვა.

ელისაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტში ის და ლევან იოსელიანი “თავს არ დაზოგავენ”.