ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს – პაატა ზაქარეიშვილი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რეგიონში საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს.

„საქართველო ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა. ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ორი სტრატეგიული მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს სომხეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს. მათაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველო რეგიონში ერთდერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს, გარდა მშვიდობისა. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიმეს მხარდასაჭერად მეტად არევს სიტუაციას და მათ ეს მგონი ძალიან კარგად ესმით“, – განაცხადა ზაქარეიშვილი.