ორი კაცია პასუხისმგებელი ოპოზიციის ვერშეთანხმებაზე — სააკაშვილი და მერაბიშვილი – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან.

“დღეს ორი კაცი არის პასუხისმგებელი ოპოზიციის ვერ შეთანხმებაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. იყო დრო, როდესაც ენმ-ს ერთი ნაწილი, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილს აბრალდებდა 2012 წლის წაგებას, 2020 წელი კი მთლიანად იქნება სააკაშვილის და მერაბიშვილის პასუხისმგებლობა. ვანო მერაბიშვილი არ არის ენმ-ს არც ფორმალური და არც არაფორმალური ლიდერი, მან ისიც ვერ უზრუნველყო, რომ სიაში მოხვედრილიყო, მაგრამ მას დიდი წვლილი მიუძღვის მოლაპარაკებების ჩაშლაში”, – განაცხადა ბობოხიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, თუმცა რეგიონში მათ ინდივიდუალური კანდიდატები ეყოლებათ.