“ოცნებას” 43%-ის გადალახვის ერთადერთი შანსი აქვს – თუ სააკაშვილი მიეხმარება – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 43%-იან ბარიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადალახავს, თუ მიხეილ სააკაშვილი მათ მიეხმარება “რევანშისტული რიტორიკით”.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი ასე არ მოიქცევა, “ოცნება” არჩევნებს “განადგურებით დაასრულებს”.

“ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43%-იანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება თავისი განცხადებებით, დამაფრთხობელი რიტორიკით, რომელიც, ჩვენი დათვლებით ამობილიზებს მინიმუმ 300 ათას ადამიანს, რომ ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. ღიად და პირდაპირ ვამბობ.

მე ვერავის ავუკრძალავ გამოჩენას, ვერავის დავუწესებ ცენზურას, მე ვთქვი ის, რაც არის სიმართლე, ეს საქართველოში იცის ყველამ. ბევრჯერ გამოჩნდება, ბევრჯერ შეაშინებს ხალხს, ბევრჯერ ექნება რევანშისტური რიტორიკა? – დამერწმუნეთ ეს არის ერთადერთი გზა, რომ 43 – პროცენტიანი ბარიერი გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განადგურებით დაასრულებს ოქტომბრის არჩევნებს,”- განაცხადა ვაშაძემ.