ოცნება ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებას ენმ-ს აბრალებს, გამოძიებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ხელაშვილის განმარტებით, მასზე და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით,“- განაცხადა ხელაშვილმა.