“ოცნება” – 41%, ენმ – 33%, ევროპული საქართველო – 5%, ლელო – 4% – მთავარი არხის IPSOS-ის ეგზიტპოლი

მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას 33%, ევროპულ საქართველოს 5%, ხოლო ლელოს – 4%, 3% სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს  2% პატრიოტთა ალინსსა და ლეიბორისტულ პარტიას,  1% ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს და 1% ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ საქართველოს.

ტელეკომპანია, “მთავარის” ინფორმაციით, კვლევა IPSOS-ს დაუკვეთეს.