“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან “ადამიანური” ურთიერთობა დაამყაროს “ბევრ რამეს” გააკეთებს. ამის შესახებ, მან, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი დღეს პარლამენტში მივიდნენ.

“ოცნების დეპუტატებს, სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, ბავშვებს გავიცნობ მათსას და ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამაინებთან რაღაც ადამიანური ურთიერთობა დავამყარო”-  განაცხადა მეგრელიშვილმა.