“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

“მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.
მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ
ჯანმრთელობას!” – წერს ენუქიძე.