ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების კანდიდატი მას გარანტირებულად მოუგებს.

“შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დამოკიდებულია, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ეს არის, იცით ყველამ, მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი. რასაც იტყვის იმას გააკეთებენ.

მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება ქართული ოცნების კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება.

თუმცა ქართული ოცნების კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში”,-თქვა ანრი ოხანაშვილმა.