პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ტესტირების ალგორითმში მოგზაურობის პუნქტის განსაზღვრებაზე საუბრისას განაცხადა.

„200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში, რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს… რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

“როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა მარტო ჰგონიათ ანტარქტიდაში ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმასაც, ჩხოროწყუელი კაცი რომ წავა კახეთში. ესეც მოგზაურობაა.”