პაატა მანჯგალაძე, სუსი არ გავიგო შენი, “სუსი”! – თაკო ჩარკვიანი

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სტრატეგია აღმაშენებლის წევრს, პაატა მანჯგალაძეს მიმართავს და გაჩუმებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილთან პრეტენზიები ჰქონდა, მაშინ უნდა ეთქვა, როცა ნაციონალური მოძრაობის კადრი იყო.

“პაატა მანჯგალაძე, სუსი არ გავიგო შენი, სუსი! თუ რამე პრეტენზია გქონდა მიხეილ სააკაშვილთან იმ წლებში უნდა გეთქვა (ჩვენ – მე და ბევრი რომ ოპოზიციაში ვიყავით მაშინ). აი, მაგალითად გირგვლიანის ცნობილი საქმის დროს და პენიტენციალურში მომხდარი დანაშაულებების და დარღვევების გამო, (ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს) მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობის კადრი იყავი თანამდებობაზე – 2009 2011 წლები თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, სახ. აუდიტის აუდიტორი, მოგვიანებით, ოცნების ხელისუფლების დროს კი – გურიის ვიცე გუბერნატორი იყავი და 2014-17 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი”,– წერს ჩარკვიანი.

მისი თქმით, სააკაშვილის ლანძღვა რუსეთის და ოცნების “სატელიტების ინტერესშია”.

“ახლა რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლანძღვა, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუციები შექმნა და განავითარა, ჩაატარა რეფორმები და ბიუჯეტი 250 მილიონიდან 5 მილიარდ დოლარზე აიყვანა, ახლა სააკაშვილის ლანძღვა რუსეთის და მასზე მომუშავე ოცნების ხელისუფლების და მისი სატელიტების ინტერესშია და ეს თავად მშვენივრად იცი! ახლა იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუშინ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრას მსოფლიო , რომ ადევნებდა თვალს და საქართველოს ხსენებაც რომ არ იყო შენნაირი “მოთამაშეების “გამო! ასე რომ, მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი, “სუსი”!”,– აცხადებს თაკო ჩარკვიანი.