პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია – მიტროპოლიტი დიმიტრი

“პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია”- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა,  დიმიტრიმ ნათლისღების წირვაზე, ქადაგების დროს  განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება ვაქცინაციაა.

“საკმაოდ ძნელჟამიანობის პერიოდში ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ, რა ხდება ჩვენ გარშემო, როგორ მძვინვარებს ეს პანდემია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენიგან დასნეულებული. ეპიდემიის და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.