პანდემიის ფონზე, “ოცნება” ახალი წლისთვის ემზადება – კალაძემ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა

პანდემიის ფონზე, “ოცნება” ახალი წლისთვის ემზადება. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტენდერები გამოაცხადა. დედაქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა მილიონ ლარზე მეტის ღირებულების რამდენიმე ტენდერი, სხვადასხვა სახის განათებების შესაძენად.   ყველა დიდი ქალაქი საახალწლო სამზადისს იწყებს, თუმცა მოქალაქეებს გადაადგილება ღამის 10 საათის შემდეგ არ შეუძლიათ და საახალწლო განათების ნახვა მხოლოდ 10 საათამდე შეეძლებათ.

104 000 ლარს კახა კალაძე შარშან მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადაკეთებას მოახმარს. ასობით ათასი ლარი დაიხარჯება სხვადასხვა განათებები შესყიდვასა და შეკეთებაზე.  გარდა ამისა, ახალი წლისთვის მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო.

პანდემიის პირობებში ქუთაისს ახალი წლის დადგომა 210 000 ლარი დაუჯდება. ქალაქის მერიამ უკვე  გამოაცხადა ტენდერი.

გეგმის თანახმად, უნდა განახლდეს ძველი კონსტრუქციები და განათებები. მოქალაქეები და ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშინ როცა ქვეყნის მეორე ქალაქში ათასობით მოქალაქე  შიმშილის ზღვარზეა, ადგილობრივ ხელისუფლებამ ხალხის ფული ხალხს  უნდა მოახმაროს.

ბათუმის გაფორმების სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის  სავარაუდო ღირებულებად ნახევარი მილიონი ლარია.

ზღვისპირა  ქალაქისთვის  წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენენ,