პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ” ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, აქციის 2 მონაწილე პოლიციამ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” და „სირცხვილიას” წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი საკუთარ პროტესტს შეძახილით “მონებო” გამოხატავდნენ.