პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე სობჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ რკინის კონსტრუქციაზე მანამდე გაკეთებული წარწერები პოლიციამ წაშალა.

დაძაბული ვითარების დროს სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადეს, თუმცა მოქალაქეებმა ამის უფლება არ მისცეს.