პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

საქართველოს მე-6 და მე-8 მოწვევის  პარლამენტის დეპუტატი, კონსერვატიული პარტიის წევრი, ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.