პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია “გირჩის” ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  საპარლამენტო ოფისს ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც პლაცდარმს გამოიყენებენ.

„ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს ერთი აქ, მეორეს ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში, ეს იქნება ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენს პლაცდარმს. სამეფო იქნება აქ, „გირჩის“ სამეფო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.