პარლამენტში არავინ შევა, ხმის ქურდებთან საქმე არ უნდა დაიჭირო – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ პარლამენტში არავი შევა, რადგან ხმის ქურდებთან საქემ არ უნდა დაიჭირო.

მანვე აღნიშნა, რომ თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა.

“მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე, დაახლოებით, 80 000 ახალგაზრდა მივიდა პირველად და ხმა მისცა. მე გეკითხებით, რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? ვითომ, არაფერი არ მოხდა? ასე არ გამოვა. ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ. ამ პარლამენტში არავინ არ შევა, იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არ უნდა დაიჭირო.

თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება არის ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც ოცნებას, არც რუსეთს. გაუმარჯოს გულანთებულ საქართველოს…”,– განაცხადა ხაზარაძემ.