“პარტია კიდევ უფრო იზრდება” – დღეს ნიკა მელია ენმ-ს ახალ გუნდს წარადგენს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეს 21:00 საათზე ახალ გუნდს წარადგენს.

“დღეს, 21 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი გუნდის წარდგენა.
პარტია კიდევ უფრო იზრდება – ახალი გუნდი ემატება.
#ძალაერთობაშია “,- წერს მელია Facebook–ზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდოამრე 2020 წლის 27 დეკემბერს გახდა.