”პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა დეპუტატებმა ახალი პარტია ოფიციალურად დააფუძნეს

პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა დეპუტატებმა, ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტია, ევროპული სოციალისტები ოფიციალურად დააფუძნეს. პარტიის ყრილობა დღეს, 9 იანვარს გაიმართა, პარტიის  თავჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ პატრიოტთა ალიანსი 5 იანვარს დატოვეს. საქართველოს მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში “ქართული ოცნების” – 90 და “ევროპელი სოციალისტების” 4 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.