“პატრიოტთა ალიანსს” ოკუპირებული აფხაზეთიდან ხატს უბრუნებენ – ის მდინარე ენგურთან მიიტანეს

პრორსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს.

პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ უარი 27 აგვისტოს თქვა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწს, ლაშა საკანიას შეხვდნენ.

ასლან ბჟანიას თქმით, შეხვედრაზე პატრიოტთა ალიანსმა პირობა დადო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

“დოსიემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი დოლარი რუსეთისგან მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტიას რუსეთი პირდაპირ მითითებსა და დავალებებს აძლევს, რასაც მათი გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს.

ირმა ინაშვილმა დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთში ისე გადავიდა, რომ ФСБ–სთან შეხება არ ჰქონია. მისი მტკიცებით, მას დუმის თავმჯდომარესთან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელსაც ФСБ–თან არანაირი კავშირი არ აქვს.