პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაღალმთიანი აჭარის ბაზარი კონტრაბანდულმა სიგარეტმა გაავსო, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის პოლიტიკამ განაპირობა.

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მართლა მოატყუა ხალხი და არც ერთი დაპირება არ შეასრულა. მე ერთი რამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ – მინისტრი, მათთან ერთად ვიქნები ყოველთვის. დავიწყებთ აღმშენებლობას და დავამარცხებთ სიღარიბეს. პრემიერობა კი არა ჩემი, მიზანი არის, რომ არცერთი მშიერი ბავშვი არ იყოს და აღარავინ ნაგავსაყრელზე არ ეძებდეს საჭმელს საქართველოში, გვქონდეს ქვეყანა, რომლითაც ვამაყობთ ჩვენი თითოეული მოქალაქე. ადგილობრივ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ყველანაირი ხელშეწყობა, დღეს საქართველოს ბაზარი გაავსო კონტრაბანდულმა სიგარეტმა, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას აქვს. ერთ კვირაში ჩვენ გვექნება მათთან საუბარი, დავდებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას და ყველა ადგილობრივ თამბაქოს მწარმოებელს ექნება სრული ხელშეწყობა იმისა, რომ ისარგებლოს ადგილობრივი ბაზრით, არ ჰქონდეს უზარმაზარი გადასახადები და ადამიანებს ჰქონდეს ხელშეწყობა. ფაქტობრივად მაღალმთიანი აჭარა დგას თამბაქოზე, ძალიან ბევრ ადამიანს მოყავს, გასაღების ბაზარი კი არ აქვთ. ეს უნდა შეიცვალოს, ეს უსამართლოა თუ როგორ და რანაირად ამისთვის ერთ კვირას ვიღებ ვადას. მე არ მიყვარს ზედაპირულად ლაპარაკი, დავდებ ფორმულას თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას” – გიორგი ვაშაძე.