პლებისციტი არის მიუღებელი, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, მისთვის პლებისციტი მიუღებელია.

“აუცილებლად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და საერთოდ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი არის მიუღებელი. იმიტომ, რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა ის არჩევნები. გამოსავალია არის ახალი არჩევნების დანიშვნა და შეცვლა საარჩევნო სისტემის”,– ამბობს ირმა ინაშვილი.

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იკრიბებიან.