პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

“ძალიან ვღელავ საქართველოში დაძაბულობის ესკალაციაზე. პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება. ყველა პარტიას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ, პოლიტიკური დიალოგთან დაბრუნებისკენ და კანონის უზენაესობის, დემოკრატიული განვითარების პატივისცემისკენ”. – წერს მინისტრი ტვიტერზე.